Apple-მა ახალი თაობის MacBook-ი და AirPods-ი წარადგინა

კომპანიამ Apple ონლაინ პრეზენტაციის ფარგლებში ახალი პროდუქცია წარადგინა - ეს არის ახალი თაობის ნოუთბუქები MacBook სერიიდან და ასევე ახალი თაობის ყურსასმენები.

MacBook Pro

ახალი MacBook Pro წარმოდგენილია ორ ვარიანტად - 14 და 16-დიუიმის დიაგონალის ეკრანებით. მის ზედა ნაწილში განთავსებულია ახალი კამერების ბლოკი, რომლის ანალოგიც გამოიყენება iPhone-ებსა და iPad-ებში.

ნოუთბუქებში დაინერგა მაგნიტური სისტემა MagSafe, რომელიც წინა თაობას არ ჰქონდა. აქამდე მოქმედი მრავალფუნქციური პანელი Touch Bar შეიცვალა სრული ზომის კლავიშებით.

ისინი აღჭურვილია საკუთარი წარმოების პროცესორებით M1 Pro და M1 Max. აქვთ 64 გბ ოპერატიული მეხსიერება, ხოლო საცავის გაზრდა შესაძლებელია 8 ტერაბაიტამდე.

ელემენტის მოცულობა კი საკმარისია 21 საათი მუშაობისთვის, ვიდეოს ყურების რეჟიმში. მათზე ფასი შტატებში 1999 დოლარიდან იწყება 14-იანისთვის, 2499 დოლარიდან - 16-იანი ვერსიისთვის.

AirPods

მესამე თაობის ყურსასმენებმა კი მიიღეს განახლებული დიზაინი, რომელიც გვახსენებს AirPods Pro-ს. მათ აქვთ სივრცითი აუდიოს სისტემა. დაცულია სითხის მოხვედრისგან. მისი ელემენტები კი საკმარისია 6 საათი უწვეტი მუშაობისთვის. ახალ AirPods-ებს აქვთ სიხშირის გაფართოებული დიაპაზონი.

მისი ფასი შტატებში 179 დოლარია.

კოკა კვირკველია