BBC - ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის სანაპიროსთან ახლოს კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, - ამ ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, რაკეტა ჩრდილოეთ კორეის საპორტო ქალაქ სინპოდან გაუშვეს და იაპონიის ზღვაში ჩამოვარდა.

გამოცემა წერს, რომ ფხენიანმა რაკეტა მას შემდეგ გაუშვა, რაც სეულში სამხრეთ კორეის, იაპონიისა და აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდნენ. რაკეტის გაშვებას იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კაშიდა გამოეხმაურა და „ძალიან სამწუხარო“ შემთხვევა უწოდა. ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩრდილოეთ კორეაში ბალისტიკური რაკეტა რამდენჯერმე გამოსცადეს.

იხილეთ ვიდეო: BBC: ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა