Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1325 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1325 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1300 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 18 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1344 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6321 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.