ავსტრიაში 3D პრინტერებზე დასაბეჭდი თევზის ქარხანა შეიქმნება

ავსტრიული სტარტაპი, Revo Foods, რომელიც ხელოვნურ ორაგულს მცენარეული ინგრედიენტებისგან აწარმოებს, ვენაში წარმოების გაფართოების მიზნით მცირე ქარხნის შექმნას გეგმავს. პორტალ SEEDS-ის ცნობით, Revo Foods ასორტიმენტის გაფართოებასა და შებოლილი, დამარილებული ფსევდოორაგულის გარდა, ხელოვნური თინუსის გამოყვანასაც აპირებს.

3D პრინტერზე ორაგულის შესაქმნელად ბარდის ცილებს, ციტრუსის ბოჭკოებს, მცენარეულ ზეთებსა და ზღვის მცენარეების ექსტრაქტებს იყენებენ. საერთო ჯამში Revo Foods 11 სხვადასხვა ინგრედიენტს იყენებს, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული ფუნქცია აქვს. მაგალითად, მცენარეულ ცხიმები ავლენენ სტრუქტურას და ხელოვნურ თევზს ნამდვილი ორაგულის მიმსგავსებულ გემოს ანიჭებენ, ხოლო წყალმცენარეები პროდუქტს მარილიანი ზღვის არომატს აძლევენ.

Revo Foods-ის მიზანია, 3D-ზე დაბეჭდილი დიდი რაოდენობის თევზისა და თევზპროდუქტების ავტომატიზირებული საწარმოო ხაზი განავითაროს. ამჟამად ბეჭდვა ექსტრუზიის პროცესს ემყარება. გამოიყენება ერთგვარი შპრიცი, რომელიც მცენარეებისა და სხვა მცენარეული ინგრედიენტების ნარევს საზღვრავს. სტარტაპის გუნდი წარმოების პროცესს ბეჭდვის დაჩქარებით აუმჯობესებს, ასევე, 3D ბეჭდვის შესავსებად სხვადასხვა მეთოდის ექსპერიმენტს ატარებს.

Revo Foods-ს წარმოების გაზრდის მიზნით ამბიციური გეგმაც აქვს. როგორც წესი, 3D პრინტერები პროტოტიპების დასამზადებლად გამოიყენება, მაგრამ Revo-ს ტექნოლოგიის გააფართოვება სურს. გეგმის თანახმად, საწარმოო ოთახში ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ზომის 3D პრინტერები განლაგდება. სივრცის დაზოგვის მიზნით, შესაძლებელია პრინტერების ერთმანეთზე დადებაც, ხოლო მათში კონვეიერის ავტომატური სისტემა გაივლის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ