სექტემბერში ფქვილის იმპორტი 7-ჯერ გაიზარდა - ქვეყნები, სადაც პროდუქტს ვყიდულობთ

სექტემბერში ფქვილის იმპორტი 7-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში საქართველომ 4 009 ტონა ფქვილი (1,234 მლნ აშშ დოლარი) შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 532 ტონა (146.4 ათასი აშშ დოლარი).

რაც შეეხება 9-თვიან მაჩვენებელს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყანამ 16 430 ტონა (4.897 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტის იმპორტი განახორციელა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც საქართველომ მიმდინარე წლის 9 თვეში ფქვილი შეიძინა:

  • რუსეთი - 15 801 ტონა (4.614 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 184 ტონა (85.5 ათასი აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 170 ტონა (52.2 ათასი აშშ დოლარი)
  • ლიეტუვა - 142.1 ტონა (40.6 ათასი აშშ დოლარი)
  • იტალია - 77.1 ტონა (62.1 ათასი აშშ დოლარი)
  • ავსტრია - 44.7 ტონა (28.7 ათასი აშშ დოლარი)
  • საფრანგეთი - 10.8 ტონა (12.7 ათასი აშშ დოლარი)

გარდა ამისა, მცირე რაოდენობით ფქვილი შემოვიდა: გაერთიანებული სამეფოდან, პოლონეთიდან და ნიგერიიდან.

ნინი ქეთელაური