ნინოწმინდისა და ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტებამდე საავტომობილო გზა გაიწმინდა

ნინოწმინდისა და ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტებამდე საავტომობილო გზა გაიწმინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე გადაადგილება ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტს შეუძლია, ყაზბეგამდე კი ამ დროისთვის მხოლოდ მსუბუქს. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ყაზბეგის გზა მოყინულია და შესაბამისად, სატვირთო ავტომობილები მსუბუქი ავტომობილებისგან განსხვავებით გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

საბაჟო გამშვები პუნქტების თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.