საკოორდინაციო საბჭოს პოზიციაა, რომ არსებული რეგულაციების აღსრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, მონიტორინგი პირბადის ტარების მიმართულებით და იმ დაწესებულ რეგულაციებზე, რომელიც უკვე გვაქვს, იქნება მაქსიმალურად მკაცრი. ამასთან, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს და ის ტემპი, რომელიც ახლა გვაქვს არ არის სასურველი.
,,ოდნავი მატება გვაქვს პირბადის გამოყენების მაჩვენებელში, 47%-ზეა ასული და ეს კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. მონიტორინგი ამ მიმართულებით და იმ დაწესებულ რეგულაციებზე, რომელიც უკვე გვაქვს, იქნება მაქსიმალურად მკაცრი. თითოეულმა მოქალაქემ ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს, ის ტემპი, რომელიც ახლა გვაქვს, არ არის სასურველი, მაგრამ არსებობს რესურსი, რომ დამატებითი მობილიზაცია მოხდეს მოსახლეობის. იზრდება მსურველთა რაოდენობა და ვფიქრობთ, მთლიანი ძალისხმევით ეს პროცესი შეიძენს მეტ ძალას და ვაქცინაციის ტემპიც გაიზრდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.