ამერიკულმა კორპორაციამ Google წარადგინა ახალი სმარტფონები Pixel 6 და Pixel 6 Pro, რომლებსაც საკუთარი წარმოების პროცესორები აქვთ. სიახლეების პრეზენტაცია ონლაინ-ფორმატში გაიმართა და მისი ტრანსლაცია კომპანიის ვებ-გვერდზე მოხდა.
Pixel 6 და Pixel 6 Pro აღჭურვილია 6,4 და 6,7 დიუიმის ეკრანებით. სტანდარტულმა კამერამ მიიღო ორი ძირითადი კამერა უკანა პანელზე, დიდმა კი სამი.
მთავარი სიახლე აქ Google-ის წარმოების ახალი პროცესორებია, რომელმაც მიიღო სახელწოდება Tensor. მწარმოებლის ინფორმაციით, ის სმარტფონებს საშუალებას მისცემს 80%-ით უფრო სწრაფად იმუშაონ, ვიდრე წინამორბედებმა. სმარტფონები აღჭურვილია 8 გბ და 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით, ხოლო საცავი დისკი მოცულობა 256 გბ და 512 გბ-ია.
სიახლეებისთვის განკუთვნილია სამი შეფერილობა - მარჯნის, ზღვის ქაფის და შავი Pixel 6-ისთვის და მზისფერი, ღრუბლოვანი-თეთრი და შავი Pixel 6 Pro-სთვის. რაც შეეხება ფასს, სტადარტული 599 დოლარი, ხოლო დიდი ზომის 899 დოლარი ღირს.
შეგახსენებთ, Pixel-ის პირველი თაობის სმარტფონები 2016 წელს გამოვიდა.