Facebook-ი სახელის შეცვლას გეგმავს

ამერიკული კორპორაცია Facebook-ი, რომელიც ფლობს ამავე სახელის მქონე სოციალურ ქსელს, ასევე Instagram-ს და მესინჯერს WhatsApp, უკვე მომავალი კვირიდან აპირებს შეიცვალოს სახელი. კომპანიის ჩანაფიქრით ახალმა სახელწოდებამ უნდა განასახიეროს მეტასამყაროს კონცეფცია.

პორტალ Verge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება 28 ოქტომბერს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, თუმცა სახელის გასაჯაროვება იმ დრომდე არ მოხდება. სახელზე ზუსტი ინფრომაცია არ არის, თუმცა სტატიის ავტორის ცნობით, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული Horizon-თან - დამატებითი რეალობის ტექნოლოგიასთან, რომელზეც Facebook-ი ბოლო წლებია მუშაობს.

როგორც გამოცემა წერს, Facebook არ არის პირველი კორპორაცია, რომელმაც სახელის გამოცვლა გადაწყვიტა: 2015 წელს რებრენდინგი მოხდა Google-ში, რის შემდეგაც კომპანიას ეწოდა Alphabet. კომპანიის რებრენდინგმა უნდა წარმოაჩინოს პოზიცია, რომ სოციალური ქსელი Facebook ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი პროდუქტი ამ კომპანიის, რომელსაც ასევე აქვს სხვა პოპულარული სერვისები.

კოკა კვირკველია