სერგეი ლავროვი: ჩვენ არსებული ვითარებიდან აუცილებლად გამოვალთ და მოგებითაც კი

დასავლეთის სანქციების მოსახსნელად რუსეთი არ აპირებს კრიტერიუმების შექმნის საკითხის განხილვას.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა."ჩვენ მიგვანიშნებენ, რომ მოდით, შევათანხმოთ კრიტერიუმები, შემდეგ შეასრულეთ ეს კრიტერიუმები და ჩვენ სანქციებს მოგიხსნითო. ჩვენ არაფრის განხილვას არ ვაპირებთ. ეს სრულიად არაპროდუქტიულია. ამ ვითარებიდან აუცილებლად გამოვალთ და მოგებითაც კი", - აღნიშნა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა, რომლებიც სანქციების ნეგატიურ გავლენას გრძნობენ, დასკვნები თავად უნდა გააკეთონ.