Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1348 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1348 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1390 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 19 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1369 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6573 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.