ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი ვაქცინაციის პროცესს შეესაბამება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, ბიუჯეტში 4 ლარი არის განსაზღვრული ერთი ვიზიტისთვის და 7 ლარი მობილური ვიზიტისთვის.
„ჩვენი ბიუჯეტი მიჰყვება შესრულებულ ვაქცინაციას იმიტომ, რომ ის, რაც ბიუჯეტის შესრულებაში არის ასახული, არის ვაქცინაციის ვიზიტებისთვის გადახდილი ანაზღაურება. ბიუჯეტი დაითვალა 60%-იან მოცვაზე და შესაძლოა, იქედან გამომდინარე, რომ აქამდე ეს მოცვა არ არის, ბუნებრივია, ეს პარალელურად მიყვება იმ შესრულებას, რაც პროგრამის ფარგლებში იყო. აქ საინფორმაციო კამპანია არ იყო მოაზრებული, ეს იყო ექსკლუზიურად თანხა აცრის ვიზიტებისთვის, მათ შორის 4 ლარი არის განსაზღვრული ერთი ვიზიტისთვის და 7 ლარი მობილური ვიზიტისთვის“,-განაცხადა გაბუნიამ.