ჩინოვნიკი ქონების გარეშე - როგორია იუსტიციის მინისტრის ფინანსური მდგომარეობა

რატი ბრეგაძე იუსტიციის მინისტრად 2021 წლის აპრილში დაინიშნა. მანამდე, ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ქონებრივი დეკლარაციაც სწორედ აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კერძოდ, 2021 წლის 29 იანვარს აქვს შევსებული.

როგორც დოკუმენტიდან ჩანს, რატი ბრეგაძის სახელზე, უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, რატი ბრეგაძე ფლობდა:

"თიბისი ბანკის“ სახელფასოზე - 5 169 ლარს, "ბაზის ბანკის“ სახელფასოზე - 200 ლარს, ხოლო "საქართველოს ბანკის“ სახელფასოზე - 2 376 ლარს.

მასთან, რატი ბრეგაძეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე, გასულ წელს, ხელფასის სახით 97 561 ლარი აქვს აღებული, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტში პროფესორის სტატუსით - 2001 ლარი.

ნინი ქეთელაური