ფეისბუქის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, რომელიც 124 მილიარდი დოლარის ქონებით Forbes– ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეხუთე ადგილს იკავებს, სახლების საოცარ კოლექციას და დიდი ოდენობით მიწას ფლობს.
მისი უძრავი ქონების პორტფელი 320 მილიონი დოლარის ოდენობისაა. ცუკერბერგს აქვს სახლები პალო ალტოში, კალიფორნიაში, სან ფრანცისკოსა და ჰავაიზე.
ერთ-ერთია Dolores Heights სან-ფრანცისკოში
ცუკერბერგმა აგურის სახლი სან-ფრანცისკოში 2012 წლის ნოემბერში 10 მილიონ დოლარად იყიდა. ასევე ცნობილია, რომ მან დამატებით 1.8 მილიონი დოლარი დახარჯა 7 368 კვადრატული ფუტის სახლის გარემონტებისთვის.
1.8 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონების რემონტი მოიცავდა სამზარეულოს და აბაზანის გარემონტებას, კონდიციონერის სისტემის დაყენებას, შენობის დაცვას ხანძრებისა და მიწისძვრებისგან, ფანჯრების გადაადგილებასა და შეკეთებას, სტიკოს, იგივე აგურის ფასადის შეცვლას და განახლებას. უცნობია რამდენი საძინებელი ან აბაზანაა სახლში, თუმცა ცნობილია, რომ ოთხივე სართულზე 23 ოთახია განლაგებული.
საინტერესოა ის, რომ რემონტის დროს ცუკერბერგს ხმაურის, გარემოს დაბინძურების და სამშენებლო ნარჩენების გამო ექვსმა მეზობელმა უჩივლა.
კალიფორნიაში, პალო ალტო
ცუკერბერგი კალიფორნიაში, პალო ალტოს ნახევარს და 1.83 ჰექტარ მიწას ფლობს. მისი სახლი თითქმის 20,000 კვადრატული ფუტია, სადაც მდებარეობს 15 საძინებელი და 16 -ზე მეტი აბაზანა. აღმასრულებელმა დირექტორმა ქონებაში 50,8 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, სადაც გაშენებულია მაგნოლიები, სექვოიები და გინკოს ხეები.
Architectural Digest– ის თანახმად, მისი 5,617 კვადრატული ფუტიან მთავარ სახლს ხუთი საძინებელი, ხუთი სველი წერტილი და ხის იატაკი აქვს, რომელიც 2011 წელს 6 მილიონ დოლარად შეიძინა. მაშინ ცუკერბერგი დაქორწინებული არ იყო.
ეს 1860-იანი წლების კოლონიური სტილის კლაპინდის სახლი არის უძველესი პალო ალტოში. სასახლეში ამჟამად განთავსებულია აუზი ზღვის წყლით, სპა, BBQ ტერიტორია, სოლარიუმი, ბუხარი, გასართობი პავილიონი, წინა და უკანა ვერანდები. მისი ოთხივე სახლი პალო ალტოში გამოიყენება როგორც დასასვენებელი და სასტუმრო სახლები.
ჰექტრები ჰავაიზე
ჰავაი ცუკერბერგის ფავორიტია. მან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 1,400 ჰექტარი მიწა შეიძინა. New York Post- ის თანახმად, 2014 წელს აღმასრულებელმა დირექტორმა ქონებაში 116 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ჰავაიზე მდებარე 6,100 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი ოფისებით, 16 მანქანის ავტოფარეხით და უსაფრთხოების შტაბით, ცუკერბერგს 23 მილიონი დოლარი დაუჯდა.
აღსანიშნავია, რომ ჰავაიზე ჰექტრობით მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის გამო ცუკერბერგი კრიტიკის ადრესატი გახდა. 2017 წელს ცუკერბერგი გააკრიტიკეს იმის, გამო, რომ მან სარჩელი შეიტანა, ე.წ. კულიანის ნაკვეთების შესაძენად. ეს მიწის ნაკვეთები 1850 წელს დაურიგეს ადგილობრივ ფერმერებს და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. საზოგადოების რეაქციის შემდეგ მარკმა გააუქმა სარჩელი, მაგრამ მოგვიანებით მაინც შეიძინა 80 ჰექტარი 45,3 მილიონ დოლარად. მარტში მან კვლავ შეიძინა 600 ჰექტარი 53 მილიონი დოლარად.
კალიფორნია, ტაჰოს ტბის დასასვენებელი სახლები
2018 წელს ცუკერბერგმა 59 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო ტაჰოს ტბაზე მდებარე ორ სახლში, კერძოდ კარუსელისა და ბრუშვუდის მამულებში. ქონება ერთად 10 ჰექტარია. კარუსელის მამულში აგებულია 3.5 ჰექტარზე მდებარე 8-საძინებლიანი სახლი ცხრა აბაზანით. სახლს აქვს ორი მანქანის ავტოფარეხი, სანაპირო და საფეხმავლო ბილიკი.
წლების განმავლობაში ტბა ტაჰო უამრავი ცნობილი ადამიანის დასასვენებელი ადგილი იყო, მათ შორის, ჯინ სიმონსი, კიმ კარდაშიანი და ფრენკ სინატრა.
ბრუშვუდის მამულში აშენებულია 5,322 კვადრატული ფუტის, ექვსსაძინებლიანი სახლი, რომელსაც 5 აბაზანა აქვს. მთავარ სახლს აქვს გადახურული ვერანდა, და ყველა ის კომფორტი, რაც თანამედროვე ვილებისთვისაა დამახასიათებელი. ორი მამულის გარდა, ცუკერბერგი ასევე ინახავს 600 ფუტიან კერძო პლაჟს ტბის ტაჰოს სანაპიროზე.
წყარო - therichest.com