ვანესა ბრაიანტი გარდაცვლილი ქმრის, კობი ბრაიანტის პატივსაცემად, სპორტულ და გასართობ ბრენდს ქმნის

ვანესა ბრაიანტი გარდაცვლილი ქმრის, კობი ბრაიანტის პატივსაცემად, სპორტულ და გასართობ ბრენდს ქმნის. 39 წლის ქვრივმა KB24 სასაქონლო ნიშანს, კობი ბრაიანტის სახელის ბრენდის შექმნის მოთხოვნით უკვე მიმართა. როგორც ცნობილია, ძირითადი მიმართულება სპორტული და გასართობი იმპერია იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

სამშაბათს გამოქვეყნებული TMZ ანგარიშის თანახმად, 39 წლის ქვრივმა წარადგინა სასაქონლო ნიშნის დოკუმენტები სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის, სპორტულ ბარათებზე, მაისურებზე, ციფრულ კოლექციონირებაზე, სასწავლო ბანაკებსა და სასმელების / საკვების კონტეინერებზე.

როგორც ჩანს, ახალი ბრენდი გასართობ ინდუსტრიაზე გავრცელდება, რადგანაც მან ასევე მიმართა სამაუწყებლო პლატფორმებს, პოდკასტებს, სატელევიზიო შოუებს, ფილმებს, დოკუმენტურ ფილმებს, მუსიკას და ვებსაიტებს.

ეს არის პირველი ნაბიჯი სპორტული და საქმიანი იმპერიის შესაქმნელად KB ინიციალების და მისი 24 ნომრიანი მაისურის გამოყენებით.

შეგახსენებთ, რომ ვანესას ქმარი კობი ბრაიანტი და მათი 13 წლის ქალიშვილი ჯანა "გიგი" ბრაიანტი 2020 წლის 26 იანვარს, ვერტმფრენის ჩამოვარდნისას კალაბასასში დაიღუპა.

თეონა რამაზაშვილი