ამერიკული Tesla Inc.-ის დამფუძნებელი ილონ მესკის ქონება მისი მეორე კომპანია SpaceX-ის წყალობით შესაძლოა, ტრილიონ დოლარს გასცდეს. ამის შესახებ Morgan Stanley-ის ანალიტიკოსი ადამ ჯონასი წერს.
როგორც ცნობილია, წელს ილონ მასკი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა და ამის ძირითადი მიზეზი Tesla-ს კაპიტალის ზრდა იყო, „თუმცა სწორედ კოსმოსურმა ბიზნესმა შეიძლება ის გახადოს ტრილიონერი, იმ შემთხვევაში, თუ SpaceX-ის კაპიტალიზაცია 200 მილიარდი დოლარით გაიზრდება“, - წერს ჯონასი.
ჯონასი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ SpaceX ეს არის კომპანია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე წვრილ კომპანიას, რომლებიც მოიცავენ სხვადასხვა სფეროებს, მათ შორისაა, კოსმოსური ინფრასტრუქტურა, დედამიწაზე დაკვირვება და შორეულ კოსმოსზე დაკვირვება. ამასთან, მის ყველაზე მსხვილ განყოფილებად რჩება Starlink თანამგზავრების განყოფილება.
მასკის ტრილიონერობას ექსპერტები აქამდეც პროგნოზირებდნენ, თუმცა ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს მოხდებოდა Tesla-ს ხარჯზე. მხოლოდ ორშაბათს კომპანიამ საკუთარი კაპიტალი 6,6 მილიარდით გაზარდა.
Bloomberg Billionaires Index-ის ცნობით, მასკის ქონებაში დღეისათვის SpaceX-ის წილი 17%-ია და ის 241,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. მილიარდერს ამ კომპანიის ნახევარი ეკუთვნის.