სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში მცენარეული ნიმუშების გამოკვლევები ხორციელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიაში მცენარეული ნიმუშების: ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, მიკოლოგიური, ენტომოლოგიური და აკაროლოგიური გამოცდაა შესაძლებელი.
„ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტებულია, ლაბორატორიის პერსონალის უსაფრთხოებისათვის კი, მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.