Tesla-ს შემოსავლები 57%-ით გაიზარდა

ამერიკული კომპანია Tesla-ს შემოსავლები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57%-ით არის გაზრდილი.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული კვარტალური ანგარიშიდან ჩანს, გასულ სამ თვეში კომპანიამ 13,75 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 8,77 მილიარდი იყო. მისმა ოპერაციულმა შემოსავლებმა კი 14,6%-ით მოიმატა.

კომპანიას ცოტა დააკლდა 13,9-მილიარდიანი შემოსავლის მისაღებად, რომელსაც მისგან მოელოდნენ ანალიტიკოსები, თუმცა მოლოდინს გადააჭარბა აქციებიდან მიღებული დივიდენდების მოცულობამ, რომელიც ახლა 1,86 დოლარია, გასული წლის 0,76-თან შედარებით.

რაც შეეხება შემოსავლების მთავარ წყაროს, კომპანიის მიერ წარმოებული 4 ელექტრომობილიდან ლომის წილი მოდის კომპაქტურ ქროსოვერზე Model Y და სედანზე Model 3. კომპანიამ ბოლო სამ თვეში ამ მოდელების 229 ათასი ეგზემპლარის რეალიზება შეძლო.

კოკა კვირკველია