„დანკინ დონატსი“ საქართველოში პირველ რესტორანს ხსნის

დღეს, „დანკინ დონატსი“ საქართველოში „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად ჭავჭავაძის გამზირ #36ა-ში პირველ რესტორანს ხსნის.

კომპანია ”ვისოლ ჯგუფის” ინფორმაციით, დღესვე, ცინცაძის #37-ში „დანკინ დონატსის“ მეორე ამერიკული რესტორანიც გაიხსნება. „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში „დანკინ დონატსის“ 35 რესტორანს გახსნის.

„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია, მთელს მსოფლიოში წარმატების ისტორიას ქმნის.