მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 243 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 4.94 მილიონზე მეტი ადამიანი

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 243 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.9 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 220 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 17.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორი დღის წინ ყოველკვირეული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც აღნიშნულია, რომ მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 4%-ით, სიკვდილიანობა კი 2%-ით შემცირდა. გამონაკლისია ევროპის რეგიონი, სადაც უკვე მესამე კვირაა, რაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ამ კვირაში 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.