თურქეთში წლევანდელ სეზონზე ვაშლის მოსავლისთვის იმდენად კარგი ამინდის პირობები იყო, რომ ერთ-ერთ ექსპორტიორს 4000 ათასი ტონა გალას ჯიშის წითელი ვაშლი მეტად გაუმუქდა. ხილმა ორიგინალური მოშავო ფერი მიიღო, ზოგიერთი ვაშლი კი გიშრისფრადაც ბრწყინავს, რამაც მომხმარებლების პიკური ინტერესი გამოიწვია. ინფორმაციას პორტალი FreshPlaza ავრცელებს.
„წითელი ჯიშის ვაშლის ზოგიერთ ბაღს, რომელიც ზღვის დონიდნ 1300 მეტრზე მდებარეობს, წელს მართლაც გაუმართლა. თავის დროზე მოსული წვიმა, დღისა და ღამის ტემპერატურის შესაფერისი ცვალებადობა ვაშლის შეფერილობაზე ძალიან კარგად აისახა. წითელი ვაშლი შავდებოდა და შავდებოდა, ზოგიერთ ადგილას კი ხილი მუქი შავიცაა. ეს ხრაშუნა ვაშლია და შესანახად სახამებლის დონე მასში მეტად კარგია. უბრალოდ, მეტად მუქ ფერზე დადგა, რამაც ხალხი დააინტერესა და მომხმარებელს სულ უფრო მეტად იზიდავს. ვაშლის კანი მბზინავი შავია, ამიტომ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ აქ, თურქეთში ეს სეზონი წითელი ჯიშების პიგმენტაციისთვის საუკეთესო იყო,“ - აცხადებს თურქული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორი კომპანია Ideal Tarim-ის ექსპორტის განყოფილების დირექტორი, მუშინ რიზა.
ის იმედოვნებს, რომ კომპანიის 4000 ტონა მუქი ვაშლი ბაზრის სურათს შეცვლის, რაც, თურქი ექსპორტიორის თქმით, დაწყებულია კიდეც.
„ასეთი შედეგი იმ მწარმოებლების წყალობით მივიღეთ, რომლებიც თავიანთ ბაღებზე მეტად ზრუნავდნენ,“ - აცხადებს მუშინ რიზა.
მისი თქმით, გალას ჯიში ვაშლის მოსავლის დაკრეფვა უახლოეს დღეებში დასრულდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ