კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში ამ დროისთვის, 186 საბავშვო ბაღიდან 63 ბაღია დაკეტილი

თბილისში კორონავირუსის შემთხვევების გამო, ამ დროისთვის, 186 საბავშვო ბაღიდან 63 ბაღია დაკეტილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ. ცნობისთვის, ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა.