„სახალხო პარტიის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია „დაბეგრე კაზინო 30%-ით“ გამართა

„სახალხო პარტიის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, მთავრობის ადმინისტრაციასთან სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია „დაბეგრე კაზინო 30%-ით“ გამართა.

„ჩვენ სათამაშო ბიზნესის პრივილიგირებულ საგადასახადო პოლიტიკას ვაპროტესტებთ, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესი მხოლოდ 1%-ით იბეგრება. გამოვდივართ ინიციატივით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს, შევცვალოთ დაბეგვრის პრინციპები უკეთესობისკენ”, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ბიზნესის უკან მმართველი პარტიის ინტერესები იკვეთება.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ბიზნესის უკან დგანან მმართველი გუნდიდან კონკრეტული ადამიანები, მაგრამ დღეს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ კანონპროექტზე, რომელიც მზადების პროცესშია და უახლოეს ხანში მივმართავთ საკანონმდებლო ორგანოს“, - აცხადებენ „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები.