რა ღირს კაკალი საქართველოში და როგორ მიმდინარეობს მოსავლის აღების პროცესი

საქართველოში ნიგვზის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია და მის დასრულებამდე რამდენიმე კვირა არის დარჩენილი. EastFruit-ის შეფასებით, საწარმოო ბაღებს შორის ნიგვზის ხარისხი და მოსავლიანობა განსხვავდება. ექსპერტები დიდ მოსავალს უფრო შინამეურნეობებში პროგნოზირებენ.

კახელი მწარმოებლები ამბობენ, რომ ოქტომბრის დასაწყისში მოსავლის აკრეფვა წვიმის გამო გადაიდო. ფერმერებმა მოსავლის აღება შეიკერებით წვიმის შემდეგაც ვერ შეძლეს, რადგან ნიადაგი სველი იყო. თუმცა შედარებით მცირე მოსავლის მქონე ფერმერებმა ნიგვზის დაკრეფვა დაასრულეს და ზოგმა მათგანმა გაყიდვაც კი მოასწრო.

გურჯაანში კომპანია „აგროპროდუქტს“ კაკლის უმსხვილესი ბაღი 230 ჰექტარ ფართობზე აქვს გაშენებული. კომპანიამ უკვე 100 ტონა ჩანდლერის ჯიშის კაკალი დაკრიფა და გამოაშრო, რაც ჯერ არ გაუყიდია. EastFruit-ის ცნობით, „აგროპროდუქტი“ კაკლის გაყიდვას წელს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე აპირებს, რადგან მათი მოსავალი სეტყვამ დააზიანა და კაკალი იმაზე დაბალი ხარისხისაა, რაც კომპანიის ევროპელმა პარტნიორებმა 2020 წელს იყიდეს.

„აგროპროდუქტში“ ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ. კაკალს 10 ლარად (3,19 დოლარად) გაყიდიან, თუმცა ინდუსტრიის ზოგიერთ მოთამაშე მიმდინარე სეზობზე 1 კგ. ჩანდლერის ჯიშის კაკალი გაცილებით დაბალ ფასში, 7 ლარად (2,23 დოლარად) ყიდის.

ბაზარზე გაყიდული ახალი სეზონის კაკლის უმეტესი ნაწილი შინამეურნეობების მოსავალია. აგრარულ ბაზრებზე 1 კგ. ნაჭუჭიანი ნიგვზის საბითუმო ფასი 6-დან 7 ლარამდე (1.91-2.23 დოლარამდე) მერყეობს, ხოლო 1 კგ. დარჩეული ნიგვზის ფასი 20-დან 30 ლარამდე (6.4-9.6 დოლარამდე) ღირს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ