გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლარსის საბაჟო გამშვებ-პუნქტზე ტრაილერები ტექნიკის დახმარებით გადაჰყავთ

ლარსის საბაჟო გამშვებ-პუნქტზე ტრაილერების ნაწილს მოძრაობა უჭირს, თუმცა ტექნიკის დახმარებით გადაჰყავთ.

ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ზედამხედველმა, ზაზა აგულაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დანარჩენი ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს. რაც შეეხება ტრაილერებს აგულაშვილის განმარტებით, ტრაილერების ნაწილს დახმარება მხოლოდ უღელტეხილზე ჭირდებათ.

"შსს-ს წარმომადგენლებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ დღეს უნდათ ყველა ტრაილერის გადმოყვანა და ეხმარებიან ტექნიკით", - განაცხადა ზაზა აგულაშვილი.