დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომისიამ კიდევ 59 ოჯახი, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ღიად და გამჭვირვალედ შეარჩია.

„პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ჯამში, 200-ზე მეტი სახლის აშენებას ითვალისწინებს.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანს დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

დევნილი ოჯახების სია იხილეთ ბმულზე: https://idp.gov.ge/news-205 “, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.