თურქეთმა აშშ-სგან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა დაიწყო

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადებით, თურქეთმა აშშ-გან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა დაიწყო.

„F-16-ის გამანადგურებლების შესყიდვის ტექნიკური სამუშაო დაწყებულია,“- აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისგან მიიღეს შეთავაზება F-35 გამანადგურებლების პროგრამაში განხორციელებული ინვესტიციის სანაცვლოდ F-16-ის გამანადგურებლების მიყიდვასთან დაკავშირებით.

აშშ-მა თურქეთი F-35 ტიპის გამანადგურებლების პროგრამიდან რამდენიმე წლის წინ გააძევა, რისი მიზეზიც ანკარის მიერ მოსკოვისგან S-400 თავდაცვის სისტემების შესყიდვა გახდა.