“სითი მოლი” 10 წლისაა - შეასხი ფრთები შენს სურვილებს!

"სითი მოლის" დაბადების დღის აღსანიშნავად 25–31 ოქტომბრის ჩათვლით, მხოლოდ სითი მოლში ექსკლუზიური ფასდაკლებები, საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი დაგხვდებათ!გახდი სითი მოლის ლოიალური მომხმარებელი, ჩაერთე გათამაშებაში და მოიგე ავტომობილი.

გაიარე რეგისტრაცია ბარათზე განთავსებული QR კოდის გამოყენებით ან დარეგისტრირდი სითი მოლის საინფორმაციო სივრცეში;

25-31 ოქტომბრის ჩათვლით სითი მოლში გახარჯული თანხის შესაბამისი ქვითრები წარადგინე სითი მოლის საინფორმაციო სივრცეში და დააგროვე სითი მოლის ახალი ლოიალობის პროგრამის ქულები. სითი მოლის დაბადების დღესთან დაკავშირებით თქვენ დააგროვებთ გაათმაგებულ სითი ქულებს (ყოველ დახარჯულ 1 ლარზე დაგერიცხებათ 12.5 სითი ქულა, დაგროვებული ქულების გამოყენების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ სმს-ის საშუალებით).

მხოლოდ 25-31 ოქტომბრის ჩათვლით და ვიზასთან კოლაბორაციის ფარგლებში, "სითი მოლში" Visa ბარათით ტრანზაქციების განხორციელებისას ჯამურად, ყოველი 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის შენაძენზე, მიიღე საჩუქარი და ავტომობილის გათამაშების ერთი ბილეთი, ამისთვის მიმართე "სითი მოლის" საინფორმაციო სივრცეს.

350 ლარის ოდენობის ქვითრების დაგროვება შესაძლებელია მოხდეს "სითი მოლში" განთავსებულ სხვადასხვა მაღაზიაში. ქვითრების წარდგენა "სითი მოლის" საინფორმაციო სივრცეში უნდა მოხდეს შენაძენის განხორციელების დღეს.

ავტომობილის გათამაშება გაიმართება კვირას, 31 ოქტომბერს, 20:00 საათზე "სითი მოლი" საბურთალოს ცენტრალურ ატრიუმში, მისამართი: სითი მოლი საბურთალო, ვაჟა ფშაველას გამზირი № 70.

ქავთარაძის N1–ში მდებარე "სითი მოლის" სავაჭრო ცენტრი ოპერირებს 2011 წლიდან. ცენტრმა მალევე მოიპოვა მომხმარებლის სიყვარული მრავალფეროვანი არჩევანით და კომფორტული გარემოთი.

"სითი მოლის" სავაჭრო ნიშნის ქვეშ, 2016 წლიდან, ვეკუას N1-ში ოპერირებას იწყებს ახალი, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი – „სითი მოლი გლდანი“. სივრცე აღჭურვილია ღია და დახურული, 850 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომით. სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებს ჰიპერმარკეტი, კვების ობიექტები, ტანსაცმლის, სამშენებლო მარკეტი (DIY), საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საოჯახო ტიპის ბრენდული ობიექტები, გასართობი სივრცე. აღსანიშნავია ცენტრის გამორჩეული ლოკაცია – სამი უბნის - გლდანის, თემქისა და მუხიანის დამაკავშირებელ გზაზე.

2019 წლის შემოდგომაზე, ქავთარაძის N1–ში მდებარე სითი მოლის სავაჭრო ცენტრი გაფართოვდა და „სითი მოლი საბურთალო“–ს სახელით, 120 000 კვადრატულ მეტრზე ოპერირება დაიწყო ახალმა, მრავალფუნქციურმა სავაჭრო კომპლექსმა.

ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური დიზაინის მქონე, სავაჭრო ცენტრი

,,სითი მოლი საბურთალო“ აღჭურვილია მიწისქვეშა ორ დონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომით. სავაჭრო ცენტრი ერთ სივრცეში აერთიანებს უახლესი კონცეფციის მქონე ცნობილი, საერთაშორისო და ქართული ბრენდების მაღაზიებს. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია პრემიუმ სივრცე - პრემიუმ ბრენდების მაღაზიებით, ასევე, 3 500 კვ/მ სივრცის მქონე უნიკალური კონცეფციის ბავშვთა გასართობი ცენტრი „მეჯიქ სითი“.

სავაჭრო ცენტრთან ფუნქციონირებს „A კლასის“ ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“.

გილოცავთ და გეპატიჟებით "სითი მოლის" დაბადების დღისადმი მიძღვნილ კვირეულზე, რომელიც 25–დან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. გვეწვიეთ და ისარგებლეთ ექსკლუზიური შეთავაზებებით.

შეასხი ფრთები შენს სურვილებს!