სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი“ დაბადების დღეს ინოვაციური ლოიალობის პროექტით ხვდება

სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი“ 10 წლისაა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც "სითი მოლი" სენსაციური სიახლეებით ხვდება თავის მომხმარებელს და არაერთ სიურპრიზს უმზადებს.

მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით და მრავალთვიანი მუშაობის შედეგად, საქართველოში, სავაჭრო ცენტრების ისტორიაში პირველად, "სითი მოლმა" დანერგა ლოიალობის უნიკალური ციფრული პროგრამა, რომელიც სრულიად არის მორგებული მომხმარებლის კომფორტსა და ინტერესებზე.

25 ოქტომბრიდან, მომხმარებელს უკვე შეეძლება გაიაროს რეგისტრაცია, დააგროვოს გაათმაგებული "სითი ქულები” და ჩაერთოს VISA-სა და "სითი მოლის" კოლაბორაციის ფარგლებში დაგეგმილ ავტომობილის გათამაშებაში, რომელიც 31 ოქტომბერს, 20:00 საათზე, "სითი მოლი" საბურთალოს ცენტრალურ ატრიუმში გაიმართება.

ლოიალობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ქულების („სითი ქულები“) დაგროვების ბარათი „City Card“–ი, რომელიც ვირტუალური და პლასტიკური სახით არის წარმოდგენილი. ლოიალობის პროგრამა მუდმივად განახლებადია, რომელიც მომხმარებელს პერიოდულად სთავაზობს ექსკლუზიურ და უნიკალურ, მრავალფეროვან ბენეფიტებს. აპლიკაცია, კონკრეტული მომხმარებლის ქცევაზე დაყრდნობით, განსაზღვრავს მის ინტერესებს და ქმნის ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს, როგორც გასართობ, სპორტულ და სარელაქსაციო სივრცეებში, ასევე, "სითი მოლის" სავაჭრო ცენტრებში განთავსებულ ბრენდულ მაღაზიებსა და რესტორნებში.

ამასთან, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში და ეტაპობრივად:

ლოიალობის აპლიკაციაში რეგისტრირებულ თითოეულ მომხმარებელს ექნება პირადი სივრცე, რომლის საშუალებითაც შეძლებენ მიიღონ ინდივიდუალური შეთავაზებები და პირადი ანგარიშიდან სურვილისამებრ მართონ დაგროვილი "სითი ქულები".

"სითი მოლში" საბარათე და საგადახადო ოპერაციების შესაბამისად, დაგროვებული "სითი ქულების" რაოდენობით, უზრუნველყოფილი იქნება მომხმარებლისთვის სტატუსის მინიჭება.

აპლიკაცია სრულად ინტეგრირებულია კომპანია „სკიდატას“ საპარკინგე სისტემასთან. მომხმარებლის მიერ სითი მოლის ავტოსადგომით სარგებლობისას, ავტომობილის იდენტიფიცირება განხორციელდება სპეციალური ნომრის ამომცნობით და მომხმარებელი, მინიჭებული ლოიალობის სტატუსის შესაბამისად, შეძლებს ისარგებლოს პარკინგთან დაკავშირებული საშეღავათო სერვისებით.

მობილური აპლიკაციის მეშვეობით და მინიჭებული ლოიალობის სტატუსის შესაბამისად, მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს საბურთალოს "სითი მოლში" არსებული „სითი ვოში“–ს საშეღავათო სერვისით.

City Card - ი შეიძენს საგადახადო, შოპინგ ბარათის სტატუსსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარათს ექნება, როგორც "სითი ქულის" დაგროვების, ასევე, საგადახდო ფუნქციაც. "სითი მოლში" ბარათით ტრანზაქციის განხორციელებისას, მომხმარებელი მიიღებს გაორმაგებულ ქულებს და სხვა დამატებით ბენეფიტებს.

მომხმარებელს შეეძლება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეიძინოს, მისთვის სასურველი ოდენობის, "სითი მოლის" სასაჩუქრე ბარათი (Gift Card) და ისარგებლოს ადგილზე მიტანის სერვისით.

"სითი ქარდის" გამოყენება (ვირტუალური და პლასტიკური სახით) შესაძლებელი იქნება სითი მოლის ვებ–გვერდისა და მობილური აპლიკაციის ხელმისაწვდომობისთანავე.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით, "სითი მოლმა" საქართველოს საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში კიდევ ერთი ინოვაციური და სენსაციური განაცხადი გააკეთა.

გილოცავთ "სითი მოლის" 10 წლის იუბილეს!

შეასხი ფრთები შენს სურვილებს "სითი მოლთან" ერთად!