ავსტრალია რვა ბირთვულ რეაქტორიან წყალქვეშა ნავს დაამზადებს

ავსტრალია, შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან გაფორმებული, ინდოეთ-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების პარტნიორობის ფარგლებში, ბირთვული რეაქტორით აღჭურვილ რვა წყალქვეშა ნავს დაამზადებს.

ავსტრალია ბრიტანეთის შემდეგ გახდება მეორე ქვეყანა, რომელიც ამერიკული ბირთვული ტექნოლოგიების გამოყენებით, ბირთვული რეაქტორებით აღჭურვილ წყალქვეშა ნავებს დაამზადებს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ავსტრალიის მიერ, ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოება, ჩინეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. ცისქვეშეთში ფიქრობენ, რომ ინდოეთ-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების პარტნიორობა და მისგან გამომდინარე შედეგები, ჩინეთის შესაკავებლად ხორციელდება და მას რეგიონის უსაფრთხოებასთან საერთო არაფერი ექნება.

ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი ჯესინდა არდერნი მიესალმება ინდო-წყნრი ოკეანის უსაფრთხოების პარტნიორობის შექმნას, მაგრამ დასძენს, რომ ავსტრალიის ბირთვულ რეაქტორიან წყალქვეშა ნავებს თავის ტერიტორიულ წყლებში ვერ დაუშვებს, რადგან ახალი ზელანდია არაბირთვულ ზონად რჩება.

ავსტრალიის პრემიერ მინისტრი სკოტ მორისონი ამბობს, რომ მისი ქვეყანა უარს იტყვის საფრანგეთთან 40 მილიარდ დოლარად შეფასებულ კონტრაქტზე, რომელიც ჩვეულებრივი წყალქვეშა ნავების აგებას ითვალისწინებს. ეს კონტრაქტი, ავსტრალიის მოძველებული წყალქვეშა ფლოტის განახლებას ითვალისწინებდა. ამჟამად ავსტრალიის ფლოტში კვლავ კოლინზის კლასის წყალქვეშა ნავები ირიცხება, რომელთა შეცვლასაც ქვეყანა აშშ-ის და ბრიტანეთის დახმარებით გეგმავს. ამასთან ცნობილია, რომ ავსტრალიური ბირთვული წყალქვეშები, ბირთვული იარაღის მატარებელი არ იქნება.