სად დავისვენებთ ყველაზე იაფად ევროპაში - Euronews კონტინენტის 7 ყველაზე ხელმისაწვდომ კურორტს ასახელებს

ოჯახთან ერთად დასვენება ძირითად შემთხვევაში დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ საქმე უცხოეთში მოგზაურობას ეხება.

გამოცემა Euronews გთავაზობთ ევროპის საუკეთესო კურორტებს, სადაც სასიამოვნო გარემოში დასვენებას შედარებით ბიუჯეტურად შეძლებთ.

ბულგარეთის ზღვისპირეთი

ბულგარეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური მიმართულებაა. ქვეყნის შავიზღვისპირეთში დასვენება ნამდვილად არ ჯდება ძალიან ძვირი. ოქროსფერი ქვიშა, მზიანი დღეები და გემრიელი საკვები უამრავ ტურისტს იზიდავს.

მარმარისი, თურქეთი

მარმარისი თურქეთის ერთ-ერთი პოპულარული კურორტია. ბუნებრივი წყლების, ქვიშიანი სანაპიროსა და ადგილობრივი საკვების დასაგემოვნებლად აქ ძალიან ბევრი ტურისტი ჩადის. დღესდღეობით თურქეთში შესვლა მხოლოდ კორონავირუსის ტესტის ნეგატიური პასუხით არი შესაძლებელი და საზღვრის გადაკვეთაც ძალიან მარტივია.

ალგარვი, პორტუგალია

ალგარვი პორტუგალიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე კორორტია. პანდემიამდე აქ წელიწადში საშუალოდ 4 მილიონი ტურისტი ჩადიოდა. ულამაზესი სანაპიროები, გამოქვაბულები და მოვლილი სოფლები უამრავ ადამიანს იზიდავს მთელი მსოფლიოდან.

პრაღა, ჩეხეთი

ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი და ამავდროულად იაფი მიმართულებაა. ქალაქის ძველი ქუჩები და ისტორიული უბნები ნამდვილად იმსახურებს ტურისტების ყურადღებას.

კოსტა-დელ-სოლ, ესპანეთი

კოსტა-დელ-სოლ ესპანეთის სამხრეთ კურორტია, რომელიც აფრიკასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. დღესდღეობით, ესპანეთის დიდ ქალაქებში დასვენება არც ისე იაფი ჯდება, აღნიშნული კორორტი კი შედარებით ბიუჯეტურია.

მადეირა, ესპანეთი

მადეირა ესპანეთის კუნძულია, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარეობს. კუნძულზე სუბტროპიკული კლიმატია და ეგზოტიკური ბუნებით გამოირჩევა. თანაც წლის უმეტეს ნაწილში აქ საკმაოდ მზიანი და თბილი ამინდია.

პაფოსი, კვიპროსი

კვიპროსი ევროპის ერთ-ერთი ბიუჯეტური მიმართულებაა, სადაც დასვენება შედარებით ხელმისაწვდომია. კურორტი პაფოსი არამარტო საუცხოო ხედებით, არამედ მდიდარი ისტორიული არტეფაქტებითაც გამოირჩევა.

ბექა ბერიაშვილი