რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 37 930 შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.
ამასთან, რუსეთში, ბოლო 24 საათში, ვირუსს კიდევ 1069 ადამიანი ემსხვერპლა.
რუსეთში ჯამში, ინფიცირების 8 279 573 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 231 669, ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 7 186 611 პაციენტი.
შეგახსენებთ, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რუსეთში ერთკვირიანი არასამუშაო რეჟიმი გამოცხადდა, რომელიც 30 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ამასთან, ქვეყნის დედაქალაქში, მოსკოვში 28 ოქტომბრიდან 7 იანვრამდე ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ წესდება.