ვაქცინაციის მარათონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა - შემდეგ ეტაპზე მცირე ზომის სოფლებში უნდა გადავინაცვლოთ

ვაქცინაციის მარათონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ის ჯგუფი აიცრა, რომელიც, როგორც გამოიკვეთა, თავისი ინიციატივით ნამდვილად არ აიცრებოდა.

„ჩვენ გავზარდეთ როგორც ხელმისაწვდომობა, ასევე ინფორმაციის მიწოდება ყოველი სახლის კარამდე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს არამხოლოდ იმ 50 სოფელში, რომელიც ამ ეტაპზე იყო ამორჩეული. 3 000-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა და ჩვენ დიდი სოფლები ამოვარჩიეთ. ჩვენ შემდეგ ეტაპზე უნდა გადავინაცვლოთ შედარებით მცირე ზომის სოფლებში, სადაც ასევე ჩავატარებთ მსგავსი ტიპის მარათონებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.