ახალი გაცემული იპოთეკური სესხები 85%-ით გაიზარდა, ბინების გაყიდვები კი 9%-ით შემცირდა

ოქტომბერში 2019 წელთან შედარებით, ახალი გაცემული იპოთეკური სესხები 85%-ით გაიზარდა, ბინების გაყიდვები კი 9%-ით შემცირდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის მიხედვით, 1-19 ოქტომბრის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ 85% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 1-9 ოქტომბრის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები 2019 წლის დონეს 9%- ით ჩამორჩება.

თაია არდოტელი