ეროვნული ბანკი - სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.89 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშა აღნიშნული, 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამასთან, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.09 მლრდ ლარით, ანუ 1.89 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.39 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი სექტემბრისათვის 58.57 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.28 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.43 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.