Hertz-მა კომპანია Tesla-ს 100 ათასი ავტომობილი შეუკვეთა

ამერიკულმა კომპანიამ Hertz Global Holdings Inc, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ავტომობილების გამქირავებელი კომპანიაა, ასევე ამერიკულ Tesla-ს 100,000 ელექტრომობილი შეუკვეთა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს და აქვე გვახსენებს, რომ სულ რაღაც 4 თვის წინ Hertz-მა დაასრულა გაკოტრება.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული შეკვეთა არის პირველი ნაბიჯი კომპანიის გეგმის რეალიზებაში, რომელიც საკუთარი გასაქირავებელი ავტოპარკის განახლებას ითვალისწინებს.

ელექტრომობილების ისტორიაში ეს უმსხვილესი შენაძენი Tesla-ს 4,2 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს. ავტომობილების მიწოდება კი მომდევნო 14 თვის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება და მათი დაქირავება ხელმისაწვდომი იქნება როგორც ამერიკის, ასევე ევროპულ ქვეყნებში. პროექტის ფარგლებში დამქირავებლები შეძლებენ Tesla-ს დამტენი სადგურებით სარგებლობას და ამავდროულად Hertz-ის ინფრასტრუქტურის, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას.

პერსპექტივაში კომპანია სრულად ელექტროზე გადაიყვანს საკუთარ ავტოპარკს, რომელშიც ნახევარ მილიონი ავტომობილი და სატვირთო ირიცხება და ხელმისაწვდომია მსოფლიოს 150 ქვეყანაში.

კოკა კვირკველია