ბურღულეულის მწარმობელი რუსული კომპანიები სავაჭრო ქსელებს აფრთხილებენ, ნოემბერში წიწიბურასა და შვრიაზე მოსალოდნელი 10-20%-ით ფასის ზრდის შესახებ, რომლის მიზეზი გახდა ნედლეულისა და ასევე შეფუთვის ღირებულების მატება. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს.
ხოლო აგრარული ბაზრის კონიუქტურის ცენტრის ИКАР-ის დირექტორის დმიტრი რილკოს განცხადებით, წიწიბურაზე ფასის ზრდა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მოსავლის ცუდ ხარისხთან, ალთაის მხარეში, რომელიც არის ამ ბურღულეულის ძირითადი მიმწოდებელი.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ადგილზე მოწეული მოსავალი სრულიად საკმარისია ადგილობრივი ბაზრისთვის. ИКАР-ის შეფასებით, წელს რუსეთში 900 ტონა წიწიბურას მოსავალს ელოდებიან, გასულ წელს კი 892 ტონა მოსავალი მიიღეს.
რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 12-18 ოქტომბრის კვირაში რუსეთში წიწიბურას ფასი გაზრდილია 1%-ით. ოქტომბრის დასაწყისში იყო 0,44%, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე გაზრდილია 14,1%-ით.