Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1357 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1365 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 25 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1401 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6497 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.