გამყრელიძე - ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის 12 000 ადამიანია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის 12 000 ადამიანია აცრილი. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძირითადად სამედიცინო პერსონალი და რისკ-ჯგუფები არიან აცრილი.

"12 000 ადამიანია ამ ერთ თუ 2 კვირაში აცრილი უკვე. ძირითადად მედიცინის მუშაკები მაგრამ, ამავე დროს სხვა რისკჯგუფები. უპირველესად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულ ქალებს, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

კვირას, თუ არ ვცდები, კიდევ 65 000 დოზა შემოიდა, მომავალ კვირას კიდევ შემოვა“, - განაცხადა გამყრელიძემ.