დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ 2 თვის განმავლობაში ყოველდღე 20 ათასამდე პირი აიცრება, რეალურია, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ყოველდღე 20 ათასამდე აცრის ჩატარება რეალურია.
„60%-ზე რომ ავიდეთ, 2 თვის განმავლობაში ყოველდღიურად გვინდა 17-20 ათასი აცრა. რეალური იქნება, თუ ყველა ერთად მოვინდომებთ. მე არ ვსაუბრობ, რომ დღეში 50-60 ათასი აცრა იყოს, რომელიც კარგი იქნებოდა, მაგრამ ვერ გავაკეთეთ ჩვენ ეს აგვისტო-სექტემბერში. ვამბობდი, ძალიან კარგი იქნებოდა აგვისტო-სექტემბერში 30-40 ათასი ყოფილიყო და ვერ შევძელით. აქვს საზღვარი რაღაცას, რაც შეგიძლია და რაც ვერ შეძელი. ახლა ვსაუბრობთ, 15-20 ათასზე, რომელიც გაგვიკეთებია და შესაძლებელია. თუ აგვისტოში ვაკეთებდით, ახლა რატომ არ შეგვიძლია, თუ ყველა მოვინდომებთ",- აღნიშნავს გამყრელიძე.