„ვითიბი“ აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას, როგორც #1 ქომაგი. როგორც „ვითიბიში“ აცხადებენ, ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მოხდა ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ ქსელების გაფართოება. კერძოდ, გაიხსნა ორი ახალი ფილიალი თბილისსა და ბათუმში. ასევე, ბანკის დახმარებით, გაიხსნა სხვადასხვა მიმართულების რამდენიმე საწარმო.
„აგროჰაბისა და „ვითიბი ბანკის“ თანამშრომლობა, თბილისში, პირველი ობიექტის გახსნიდანვე დაიწყო. მსგავსი თანამშრომლობა, ხელს უწყობს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის. ბანკი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რჩება „აგროჰაბის“ ფინანსურ მხარდამჭერად და პარტნიორად“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ.
„ვითიბის“ ცნობით, „აგროჰაბი“, მომხმარებელს, ყოველდღიურად სთავაზობს ნატურალურ, ჯანსაღ და ახალ აგროპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქციას.