ევროკომისიამ მწვანე პროექტებისთვის 1,5 მილიარდი ევროს გრანტი გამოყო

ევროკომისიამ 1,5 მილიარდი ევროს გრანტი გამოყო ევროკავშირში განსახორციელებელი პროექტებისთვის, რომელიც მწვანე ენერგეტიკის სფეროში, ენერგოეფექტურობისა და ემისიების შემცირებას მოხმარდება. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ტიმ მაკფიმ განაცხადა.

„ევროკომისიამ გამოაცხადა პროექტების შერჩევაზე, რომელზეც გადანაწილდება 1,5 მილიარდი ევრო განახლებადი ენერგეტიკის, ენერგიის საცავების, ენერგოეფექტურობის და ნახშირბადის გაფრქვევის დარეგულირების სფეროებში“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, პროექტები შეფასდება მათი სითბური გაზების შემცირების პოტენციალიდან, ინოვაციური მიდგომებიდან და ტექნიკურ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ევროკომისიამ განცხადების მიღების ბოლო ვადად განსაზღვრა 2022 წლის 3 მარტი. გადაწყვეტილებები გრანტების გაცემაზე გამოცხადდება 2022 წლის ბოლომდე“, - განაცხადა მაკფიმ.

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტზე 21-22 ოქტომბერს დაამტკიცეს ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ენერგოკრიზისის შემაკავებელი ზომათა პაკეტი. გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკომისია აცხადებს, რომ ალტერნატიულ ენერგეტიკაზე გადასვლა გადაწყვეტს ყველა კლიმატურ და ენერგეტიკულ საკითხებს, ამიტომ აუცილებელია მაქსიმალურად გაიზარდოს ინვესტიციები ამ ტექნოლოგიებში.

კოკა კვირკველია