დავით ნარმანია: 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა პროექტი დროულად უნდა დავიწყოთ

წლის დასაწყისიდან დროულად უნდა დავიწყოთ ყველა პროექტისა და სამუშაოს შესრულება, რაც 2015 წლის ბიუჯეტით გვაქვს გათვალისწინებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების შემდეგ განაცხადა.

"წლის დასაწყისიდან დროულად უნდა დავიწყოთ ყველა სამუშაო, ყველა პროექტი და პროგრამა, რაც 2015 წლის ბიუჯეტით გვაქვს გათვალისწინებული, რათა ის საზოგადოებრივი სიკეთე, რასაც ჩვენი თანამოქალაქეები ჩვენგან ელოდებიან, მათ დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად მიიღონ, ისე, როგორც ეს ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს. ამიტომ ყველა წინამოსამზადებელი სამუშაო დროულად დავასრულოთ და დავიწყოთ უკვე კონკრეტული პროგრამების და პროექტების განხორციელება", - განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით დადგენილ 19 საკითხს განიხილავენ.