9 თვეში ბიუჯეტის შემოსავლები 1.357 მლრდ ლარით გაიზარდა

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნის მთავარი ხაზინის შემოსავლებმა ჯამში 8,996.2 მლრდ ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბიუჯეტმა შემოსავლების სახით დაახლოებით 7.638 მლრდ ლარი მიიღო. ანუ გამოდის რომ მიმდინარე წელს შემოსავლები 1.357 მლრდ ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება შემოსავლებს სხვადასხვა გადასახადის მიხედვით, 9 თვეში ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადიდან 2.517 მლრდ ლარი მიიღო, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 296 მლნ ლარით მეტია. ასევე დაახლოებით 717 მლნ ლარით არის გაზრდილი დღგ-დან მიღებული შემოსავლების მოცულობაც, უფრო კონკეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბიუჯეტმა დღგ-დან შემოსავლის სახით 3.513 მლრდ ლარი მიიღო.

რაც შეეხება მოგების გადასახადიდან მიღებულ შემოსავალს, მიმდინარე პერიოდში მან 790.9 მლნ ლარი შეადგინა. აქციზიდან ბიუჯეტმა 1.277 მლრდ ლარი მიიღო, იმპორტის გადასახადიდან - 60.8 მლნ ლარი.

ნოდარ სირბილაძე