Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1420 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1450 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1428 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6519 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.