როდის დაიწყებს სებ-ი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას - კობა გვენეტაძის განმარტება

„დღევანდელი პროგნოზით, ინფლაცია 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს შემცირებას, შოკის ამოწურვის პარალელურად“ - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის სხდომის დასრულების შემდეგ.

კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება.

,,დღეს პროგნოზების გაკეთება საკმაოდ ბევრ გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული და ხშირად იცვლება, ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ასეა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში.

დღევანდელი პროგნოზით, ინფლაცია 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს შემცირებას, შოკის ამოწურვის პარალელურად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავინახავთ, რომ ინფლაციური შოკების მილევა ხდება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად შევამცირებთ“- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე დატოვა. სებ-ის შეფასებით, არსებული განაკვეთი საკმარისია, რათა 2022 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფლაციის დონე შემცირდეს და ის ეტაპობრივად 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდეს.

თამარ მუკბანიანი