ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია

ბოლო პე­რი­ოდ­ში მუდ­მი­ვად, ხოლო კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დროს - გან­სა­კუთ­რე­ბით, აქ­ტუ­ა­ლუ­რია შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა იცა­ვენ თუ არა დამ­საქ­მებ­ლე­ბი და­საქ­მე­ბულ­თა უფ­ლე­ბებს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­თვის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. ამ სა­კი­თხზე „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ესა­უბ­რა ად­ვო­კატ ანა სამ­სო­ნი­ას - კო­ლექ­ტი­უ­რი შრო­მი­თი და­ვის მე­დი­ა­ტორს, სა­მარ­თლის ჯგუ­ფის დი­რექ­ტორს.

ბოლო წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბი. თქვე­ნი აზ­რით, რა არის ამის მი­ზე­ზი?

ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლომ იკის­რა რიგი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბაც და­წყე­ბუ­ლია, მა­გა­ლი­თად, ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი შრო­მით კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, რაც და­საქ­მე­ბუ­ლებს მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და გა­რან­ტი­ებს აძ­ლევს. პა­რა­ლე­ლუ­რად, იზ­რდე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბის დონე, რაც უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებს ახა­ლი­სებს, ხდე­ბა შრო­მის ინ­სპექ­ცი­ი­სად­მი მი­მარ­თვა, კო­ლექ­ტი­უ­რი და­ვი­სას მე­დი­ა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­სა­მარ­თლო­სად­მი მი­მარ­თვა და სხვ.

რა არის ის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც უნდა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს დამ­საქ­მე­ბე­ლი?

დღეს ისე, რო­გორც არას­დროს, აქ­ტუ­ა­ლუ­რია ე. წ. ჰუ­მა­ნუ­რი შრო­მი­თი პო­ლი­ტი­კა. სულ უფრო იხ­ვე­წე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, ხდე­ბა მოქ­ნი­ლი და ადა­მი­ან­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. დამ­საქ­მებ­ლე­ბის­თვის მე­ტად ცხა­დი ხდე­ბა, რომ ჰუ­მა­ნუ­რი შრო­მი­თი პო­ლი­ტი­კის შექ­მნა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა მისი ბიზ­ნე­სის ფი­ნან­სურ წარ­მა­ტე­ბას. კონ­ვენ­ცი­ებ­თან, დი­რექ­ტი­ვებ­თან ერ­თად თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ნე­ჯმენ­ტის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბიც ხაზ­გას­მით უთი­თე­ბენ მე­ნე­ჯმენ­ტებს ჰქონ­დეთ ისე­თი სა­კი­თხე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად: გამჭვირ­ვა­ლო­ბა, და­საქ­მე­ბულ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა, უთან­ხმო­ე­ბის გან­ხილ­ვის შიდა ორ­გა­ნოს არ­სე­ბო­ბა, ისე­თი პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის ქონა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან­ვე ხელს უწყობს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას, დი­ა­ლოგს, კონ­სე­სუსს და სხვ.

რას გუ­ლის­ხმობთ ჰუ­მა­ნურ შრო­მით პო­ლი­ტი­კა­ში და რო­გორ უნდა და­ნერ­გოს დამ­საქ­მე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ა­ში?

სა­მარ­თლებ­რი­ვად საკ­მა­ოდ ბევ­რი ბერ­კე­ტი არ­სე­ბობს სა­ი­მი­სოდ, რომ კომ­პა­ნი­ა­ში და­ი­ნერ­გოს ჰუ­მა­ნუ­რი შრო­მი­თი პო­ლი­ტი­კა. ჰუ­მა­ნუ­რი შრო­მი­თი პო­ლი­ტი­კის შე­საქ­მნე­ლად მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია იუ­რის­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა. ამა­ზე მუ­შა­ო­ბა გუნ­დუ­რი პრო­ცე­სია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­ნე­ჯმენ­ტთან ერ­თად მთე­ლი გუნ­დის ჩარ­თუ­ლო­ბა, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, კერ­ძოდ, ყვე­ლა რგო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით.

ჰუ­მა­ნუ­რი შრო­მი­თი პო­ლი­ტი­კა უნდა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ფი­კას, სა­ჭი­რო­ე­ბებს და სხვ. სრუ­ლი სუ­რა­თის აღ­საქ­მე­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა, შიდა სპე­ცი­ფი­კის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი სხვა­დას­ხვა/ყვე­ლა რგო­ლის და­საქ­მე­ბულ­თან.

უშუ­ა­ლოდ რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით?

ეს საკ­მა­ოდ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია, სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­თხოვ­ნე­ბის გარ­და, დამ­საქ­მე­ბე­ლი შე­საძ­ლოა იყოს ორი­გი­ნა­ლუ­რი და თა­ვად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს ისე­თი შრო­მი­თი პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც მას სა­უ­კე­თე­სო ბრენ­დად აქ­ცევს და მე­ტად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანს გახ­დის. მა­გა­ლი­თის­თვის, ე. წ. work-life balance-ის სა­კი­თხე­ბი, დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბი­სა თუ day off-ების ოდე­ნო­ბე­ბი, ჯან­დაც­ვის პი­რო­ბე­ბი, მოქ­ნი­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კე­ბი და ად­გი­ლე­ბი, სხვა­დას­ხვა ბე­ნე­ფი­ტე­ბი, რო­მელ­თა მო­ძი­ე­ბაც ხში­რად თა­ვად კომ­პა­ნი­ის შიგ­ნი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­საქ­მე­ბულ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ამის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხე­ბი, მათ შო­რის ანო­ნი­მუ­რი, პრე­ტენ­ზი­ის გან­ხილ­ვის მიზ­ნით შიდა მე­დი­ა­ცი­ის ჯგუ­ფე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ და­საქ­მე­ბუ­ლი იყოს ჩარ­თუ­ლი, მისი ხმა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი - გა­გე­ბუ­ლი, თა­ვი­დან­ვე და არა მა­შინ, როცა ეს უკვე კრი­ზი­სულ ზღვარს უახ­ლოვ­დე­ბა, სა­და­ვო სი­ტუ­ა­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვის გა­მოვ­ლე­ნა/შეს­წავ­ლის გამჭვირ­ვა­ლე ფორ­მა­ტე­ბის შექ­მნა და სხვ.

ვის­გან შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რჩე­ვე­ბის ან მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა?

ჰუ­მა­ნუ­რი შრო­მი­თი პო­ლი­ტი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა დამ­საქ­მებ­ლის წარ­მა­ტე­ბა­ში დიდ როლს თა­მა­შობს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცი­ე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია იუ­რის­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა, რათა მოხ­დეს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კარ­გი პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იქ­მნე­ბო­დეს დო­კუ­მენ­ტი არა ფორ­მა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, არა­მედ იმ რე­ა­ლო­ბის ასახ­ვის­თვის, რა ცხოვ­რე­ბის წე­სიც კომ­პა­ნი­ას ექ­ნე­ბა. რაც უფრო რე­ა­ლუ­რია, მა­გა­ლი­თად, ში­ნა­გა­ნა­წე­სი, მით უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლია საქ­მი­ა­ნო­ბა. კორ­პო­რა­ცი­უ­ლი იდენ­ტო­ბი­სათ­ვის ამ სა­კი­თხზე დრო­ი­სა და რე­სურ­სის და­ხარ­ჯვა, არა მხო­ლოდ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რი­სა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო მო­თხოვ­ნე­ბის ნა­წი­ლია, არა­მედ მომ­გე­ბი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც სა­ყუ­რა­დღე­ბო როლს თა­მა­შობს. ჩვე­ნი გუნ­დი მზად არის და­ეხ­მა­როს დამ­საქ­მებ­ლებს ჰუ­მა­ნუ­რი შრო­მი­თი პო­ლი­ტი­კის შექ­მნა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.