კომპანიების Tesla და SpaceX დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბიზნესმენი ილონ მასკი Forbes-ის მიხედვით მსოფლიო ისტორიაში უმდიდრესი ადამიანია. მისი კაპიტალი, ბოლო მონაცემებით 272.3 მილიარდი დოლარია.
ჟურნალის მონაცემებით, მასკმა აღნიშნულის მიღწევა შეძლო Tesla-ს ბოლოდროინდელი აქციების ზრდის ფონზე. ორშაბათს კომპანიის აქციები 13%-ით გაძვირდა, რის შედეგად ამ კომპანიის ჯამური კაპიტალიზაცია პირველად ისტორიის განმავლობაში 1 ტრილიონ დოლარს გასცდა. ამავე დღეს ილონ მასკი 41 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.
აქამდე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს ილონ მასკი სათავეში ჩაუდგა 2021 წლის 28 სექტემბერს, მაშინ მისი ქონება 203.4 მილიარდ დოლარად ფასდებოდა. მეორე ადგილზეა Amazon-ის თავკაცი ჯეფ ბეზოსი, მესამეზე კი LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy)-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო. პირველ ხუთეულში არიან Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.