როგორ გამოიყურება მსოფლიოს გამორჩეული "ერმიტაჟის" დიზაინერების მიერ დამუშავებული სახლი თბილისში, რომელიც 6 მლნ ლარამდე ღირს (+ფოტო)

თბილისში, კერძოდ, ვაკეში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 5 971 000 ლარს (1 900 000 აშშ დოლარი) შეადგენს.

როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 1053 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი -300 კვ.მ ამასთან, კერძო სახლს აქვს 26 ოთახი, აქედან 18 საძინებელია.

განცხადების თანახმად, სახლი მსოფლიოს გამორჩეული "ერმიტაჟის" დიზაინერების მიერ არის დამუშავებული.

"სასწრაფოდ იყიდება სახლი ვაკეში, ატენის ქუჩაზე. სახლი დამუშავებულია მსოფლიოს გამორჩეული "ერმიტაჟის" დიზაინერების მიერ. სახლი შედგება (ნებისმიერი მფლობელის მოთხოვნილების დაკმაყოფილების გათვალისწინებით): პედიკურის და მანიკურის ოთახები, 18 საძინებელი, 5 მისაღები, 2 სასტუმრო ოთახი, კაბინეტები, შეხვედრის ოთახები, 8 სველი წერტილი, საუნა, მასაჟის ოთახი, სპორტდარბაზი, დიდი ჰოლი, ავტოფარეხი, საბილიარდო დარბაზი, აუზი, კამერებით აღჭურვილი დაცვის ოთახი. სახლის სრული ფართობი მოიცავს 1053 კვ.მ. 4 სრული სართული, ჭერის სიმაღლე 4 მეტრი, სახლში მოქმედებს ყველა კომუნიკაცია, გათბობის ცენტრალური სისტემა, თბო-იზოლირებული შენობა-ნაგებობა, გათვალისწინებულია ყველა დიზაინერული გათვლა, ვინტაჟური გარემოს შესაქმნელად. სახლი გაწყობილია ძვირფასი, იტალიური და ესპანური ბრენდის ავეჯით და ტექნიკით",-აღნიშნულია განცხადებაში.

17-33daf1f8-64df-412d-8497-a1e61f4102bc-1635328429.jpg

10-09076d26-35df-4f77-822e-a3fc317525d0-1635328523.jpg

8-7703a243-8f09-4557-8cb1-79c797fec122-1635328535.jpg

11-0a89f98a-3cb3-47af-9395-b6e8970c0a72-1635328512.jpg

8-6339d1d8-9cab-40c8-a4f0-0c7e2a48465e-1635328553.jpg

11-f4241dd9-ee0a-477e-b269-71885426ca00-1635328501.jpg

6-e40d30c4-7fbf-4393-b2a1-c91f5161da2a-1635328566.jpg

6-40b25638-39c2-4a08-9337-10c4b0946e57-1635328576.jpg

13-7197ec4a-5b1d-4633-812b-9159c3d1999c-1635328491.jpg

14-9ad29b09-744b-4639-ac15-88843ccecf0c-1635328481.jpg

17-934fccda-3bb2-4d70-81a3-208d55a423a5-1635328467.jpg

19-95f4dab8-e5d0-4634-b3fc-cafbc85f0615-1635328447.jpg

ნინი ქეთელაური