მეღვინეობა ხარებას პარტნიორმა კომპანიამ ჩინეთში TCC Itrading, მონაწილეობა მიიღო ჩინეთის კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენაში The National Sugarand Wine Fair, რომელიც ყოველ წელს, წელიწადში ორჯერ ტარდება. TCC Itrading-მა გამოფენაზე მეღვინეობა ხარებას პროდუქციის საკმაოდ დიდი ასორტიმენტი წარადგინა.
National Sugar and Wine Fair გამოფენა ჩინეთში 1955 წლიდან ტარდება და იგი წელიწადში ორჯერ იმართება. აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა კვების ინდუსტრიაში და ცნობილია, როგორც „მსოფლიოს საუკეთესო გამოფენა“.
ღონისძიება ორგანიზებულია CofCO Exhibition Co.-ს მიერ, მას 100 000 კვ.მ. საგამოფენო ფართი ეთმობა და მონაწილეობას 3 000-ზე მეტი კომპანია იღებს.
როგორც უკვე ცნობილია, მეღვინეობა ხარებას ღვინო მეცხრე წელია, რაც ჩინეთის ბაზარზე იყიდება და არა მარტო, კომპანია ღვინის ექსპორტს 30-მდე ქვეყანაში ახორციელებს და მის უახლოეს გეგმებში, არეალის გაფართოებაც მოიაზრება.
R